16 ოქტ 2020
"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, დილის 8 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შარტავას და ფიროსმანის ქუჩებს, ასევე აბუსერიძის #19, 19ა, 21 და 23 ქუჩის აბონენტებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.