საქართველოში მიწისძვრა მოხდა

16 ოქტ 2020

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი თბილისიდან 23 კმ.-ში, ქალაქ თეთრიწყაროსთან იყო.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 19:20 საათზე დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 3.3 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.