კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა, მათ შორის 342 აჭარაში

16 ოქტ 2020

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  გარდაიცვალა 11 პაციენტი. განიკურნა 246. 887 ახალი შემთხვევიდან 342  ჩვენს რეგიონზე მოდის. კოვიდ 19-მა ბოლო დღე ღამეში აჭარაში 2 პაციენტი იმსხვერპლა.41 წლის ქალზე კი, რომელიც გუშინ კოვიდ კარანტინში გარდაიცვალა მედიკოსებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს განმარტება განაცხადეს რომ მასზე მეთვალყურეობას სამედიცინო პერსონალი ახორციელებდა.