მოვუწოდებ მოსახლეობას, ჩაიტაროს გრიპის ვაქცინაცია, ეს დაგვიცავს ორი ინფექციის ზედდებისგან - მარინა ენდელაძე

16 ოქტ 2020

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი საზოგადოებას მოუწოდებს, გრიპის ვაქცინაცია ჩაიტაროს.

„ ამ ეტაპზე გრიპის ვაქცინაციის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ მოსახლეობას, ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს დაგვიცავს ორი ინფექციის ზედდებისგან, რაც კოვიდინფექციას არ დაამძიმებს. პირველი მაინც რეგულაციებია, პირბადე, რომელიც დაგვიცავს როგორც გრიპისგან, ასევე კოვიდინფიცირებისგან“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.