თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება

15 ოქტ 2020

პრემიერის განცხადებით, ხვალიდან თბილისსა და იმერეთში 22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხვალიდან თბილისსა და იმერეთში 22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდება. ეს გადაწყვეტილება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ.

ჩვენი ძირითადი სტრატეგიაა ეფექტური, წერტილოვანი შეზღუდვები"- განაცხადა გიორგი გახარიამ