დავით გარეჯის საკითხზე შესაძლოა სინოდის სხდომა ჩაინიშნოს

14 ოქტ 2020

კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით პირველი კომენტარები გააკეთეს სასულიერო პირებმა. "კმარა ასეთი ცხოვრება. ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ. ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაზე - ამის შესახებ ცურტაველი მიტროპოლიტმა ვახტანგმა განაცხადა. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ არ შეიძლება, გარეჯის საქმეზე დაკავებულები  "ასე გავწიროთ". მისივე თქმით ყველაფერს "გაარკვევს და გადაწყვეტს" არჩევნები.