ზურაბიშვილი: გარეჯის საკითხზე შექმნილი აჟიოტაჟი პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენაა მიმართული

13 ოქტ 2020

„ბოლო პერიოდში შექმნილი აჟიოტაჟი აშკარად არის კიდევ ერთხელ მიმართული პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენ. ამ შემთხვევაში საქმე ეხება დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ ვითარებას“-ასე სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის ირგვლივ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება. პრეზიდენტი აცხადებს, რომ გამოძიება ეხება 2006-2007 წლებში კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას და არა მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს .