''ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავოთ და ყველაფერი იქნება გარკვეული“ -კალაძე დავით გარეჯის საქმეზე

11 ოქტ 2020

კახა კალაძემ განაცხადა, რომ  დავით გარეჯის საკითხზე გამოძიება კონკრეტული მოხელეების, თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეს მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა.

მისივე თქმით, დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება, მითუმეტეს, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა.