დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით

11 ოქტ 2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ  60 წლამდე ქალის მკვლელობას. ფაქტი დუშეთში მოხდა. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-⁠დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.