10 ოქტ 2020
პარლამენტთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები კარტოგრაფების საქმის შეწყვეტას მოითხოვენ.
გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, მელაშვილმა და ილიჩოვამ საქართველოს საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს.