ტესტირება კორონავირუსზე

10 ოქტ 2020

მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში ყაზბეგის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 115 მებაჟე ოფიცერს ტესტირება ჩაუტარდა. 

მებაჟე ოფიცრები კონტროლის პროცედურების განხორციელებისას მკაცრად იცავენ დადგენილ შეზღუდვებს და უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ წესებს.  ტესტირების პროცესი საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.​