ბათუმის დელფინარიუმში მატებაა

10 ოქტ 2020

ბათუმის დელფინარიუმში  მატებაა. დელფინარიუმის ისტორიაში პატარა დელფინი უკვე მეთერთმეტე ახალშობილია.

იგი 5 ოქტომბერს დაიბადა და უკვე აუზში დედასთან ერთად დაცურავს. ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება იშვიათობაა.