გამწვანების სამუშაოები

09 ოქტ 2020

გორგილაძისა და შარტავას ქუჩების კვეთაში 50-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო. გამწვანების სამსახურის ინფორმაციით,  ამ მონაკვეთს სამეფო ნეკერჩხლის, ტუიასა და კამელიების ნერგები შეემატა. წლის ბოლომდე ბათუმში 3 000-მდე ხის დარგვას გეგმავენ.