კახეთში, სოფელ ერისიმედში მოსახლეობის თერმოსკრინინგისა და ტესტირებისთვის კარვები მოეწყო

09 ოქტ 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში სპეციალური საველე კარავი მოეწყო. 

გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

სოფელში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდება ​თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება.

''სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას. პოლიცია პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად ატარებს'' - აღნიშნულია განცხადებაში.