აჭარის მთავრობასთან ერთი ადამიანი შიმშილობს, საპროტესტო აქცია შეწყდა

08 ოქტ 2020

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო დროებით შეწყდა. აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.  აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მყოფმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება მოთხოვნების შესრულებას ჰპირდება. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება პირობას არ შეასრულებს, აქციები კვლავ გაგრძელდება. ერთი მოქალაქე მთავრობის ადმინისტრაციასთან კვლავ შიმშილობს.