პროტესტი დავით გარეჯის დაკავების საქმეზე

07 ოქტ 2020

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილის მეუღლე ფიქრობს, რომ მელაშვილი ორ პოლიტიკურ ძალას შორის ბრძოლას ეწირება. რატომ დამალეს ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩევამ ის მასშტაბის რუკა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრებს ზუსტად ასახავდა? -  ამ კითხვებზე ახლა, პასუხებს ელიან.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებით, ტერიტორიის 3500-მდე ჰექტარი ფართობი, ჩვენივე ქვეყნის საწინააღმდეგოდ შეთანხმდა.

ფაქტების საპასუხოდ ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროკურატურა მმართველი გუნდის დაკვეთებზე მუშაობს, შეეცდება ბრალდებულებისგან, წინა ხელისუფლების წევრების საწინააღმდეგო ჩვენებები მოიპოვოს.