07 ოქტ 2020
კორონავირუსის 508 შემთხვევიდან დღეს, აჭარაში 259, ციფრი რა თქმა უნდა მაღალია, თუმცა წინა დღეებისგან განსხვავებით დადებითი დინამიკის მაჩვენებელი. პანდემიის ფონზე აჭარაში, არსებული ვითარება ოპერატიული შტაბის სხდომაზე განიხილეს.
კოვიდ 19-ს გართულებებს დღეს, ბათუმში სამწუხაროდ 3 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი 51 წლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო, რომელსაც ორივე ფილტვი დაზიანებული ჰქონდა.
დღესვე, მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მართვაში ჩართული მედიკოსები, ხელფასის ნახევარ დანამატის სახით მიიღებენ.