ბათუმში რამდენიმე ქუჩას დილამდე წყლის მიწოდება შეუწყდება

07 ოქტ 2020

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, 7 ოქტომბრის 19:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

ნინოშვილის ქუჩა,სულიკო ჟღენტის ქუჩა,თენგის აბულაძის ქუჩა.

კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.