კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა აჭარაში

07 ოქტ 2020

საქართველოში კოვიდ-19-ით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ორი ბათუმში, პაციენტები რესპუბლიკურ საავადმყოფოში  მკურნალობდნენ. მედიკოსების ინფორმაციით, გარდაცვლილთა მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. მათივე თქმით, ორივე გარდაცვლილს სხავდასხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. დღეს, საქართველოში გამოვლენილი 508 შემთხვევიდან 256 აჭარაში დადასტურდა. აქვე გეტყვით,  რეგიონის კლინიკებში  472 პაციენტი  გადის მკურნალობის კურსს, რეანიმაციაში კი ამ დროისთვის მოთავსებულია - 23 პაციენტი.