''მაკბეტი'' ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე

11 ოქტ 2016

15 ოქტომბერს ბათუმის ექსპერიმენტული თეატრი შექსპირის ყველაზე პატარა ტრაგედიით, “მაკბეტით”, წარსდგება მატურებლის წინაშე. რეჟისორმა, გიორგი ჩხაიძემ,  წარმოდგენა სამსახიობო დასის 6 კაციან შემადგენლობას მოარგო. სპექტაკლში პიესის ფაბულა უცვლელია, იგი ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილსა და მეგობრობის ღალატზე მოგვითხრობს.  ლედი მაკბეტის როლს ნატალია გალოგრე, მაკბეტს კი გიორგი არველაძე თამაშობს.