''კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა''

11 ოქტ 2016

''კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა''- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც დღეს 5 საათზე ბათუმის  თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება. რეპეტიციები თეატრში დილიდან  მიმდინარეობს. მთავარ როლს მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე ასრულებს. სპექტაკლი უკვე  დაიდგა სხვადასხვა თეატრში, ხულოს  თეატრის  მსახიობებმა ის ათენშიც წარადგინეს.