ევროკავშირი: სამწუხაროა, რომ მოსამართლეთა შერჩევის წესი ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე დამტკიცდა

06 ოქტ 2020

"სამწუხაროა, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ისე დანიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა. ეს არის ხელიდან გაშვებული შანსი, პროცესის მიმართ გაზრდილიყო საზოგადოებრივი ნდობა“- ასე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი 6 დღის წინ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების  შესახებ. საკანონმდებლო ორგანომ მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის  წესი დაამტკიცა.