06 ოქტ 2020
მიწისქვეშა კომუნიკაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები საცხოვრებელი სახლების ეზოებში. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სისტემის რეაბილიტაცია ჯამში 56 მისამართზე განხორციელდება. სამუშაოების პირველი ეტაპი დეკემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტი ორ ეტაპად მიმდინარეობს და ბიუჯეტიდან მილიონ-ნახევარი ლარია გამოყოფილი.