ნადიმ ვარშანიძეს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუწყდა

06 ოქტ 2020

ნადიმ ვარშანიძეს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის  უფლებამოსილება შეუწყდა. იგი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია, რის გამოც  ამ  საქმიანობას  მას კანონი უკრძალავს. მოვალეობას მისი მოადგილე მალხაზ სალვარიძე შეასრულებს. საკითხს ხელვაჩაურის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე ამ წუთებში განიხილავს.