06 ოქტ 2020
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან შესაძლო კონფლიქტს არ ადასტურებს. თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პირადი პრობლემების გამო გადადგომას ნამდვილად აპირებდა, თუმცა არა მინისტრთან უთანხმოების გამო. თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო შეცვალა.