დაპირისპირება თბილისის მერიასთან და ოთხი დაკავებული

05 ოქტ 2020

თბილისის მერიასთან აქციაზე, პოლიციასთან შელაპარაკების გამო 4 ადამიანი დააკავეს. მერიასთან აქციაზე, გიორგი ვაშაძე ხელმოწერებს აგროვებდა, რომ საკანონმდებლო ინიციატივით სესხების დარეგულირების მოთხოვნით პარლამენტისთვის მიემართა. სად გადაიყვანეს  დაკავებულები ამ ეტაპზე უცნობია.