აჭარაში კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა დადასტურდა

05 ოქტ 2020

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 355 კოვიდ დადებითი პაციენტი.

"აჭარში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში - 474 პაციენტი, 16 არასრულწლივანი, 20 ორსული. - რეანიმაციაში მოთავსებულია - 24 პაციენტი. თავისუფალი საწოლები-40. 

Covid სასტუმროებში რჩება-861, არასრულწლოვანი - 82. რეგიონში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი მკურნალობს"-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი.

კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.