ილია მეორე - გავუფრთხილდეთ ადამიანს!

04 ოქტ 2020

გავუფრთხილდეთ ადამიანს! - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავუადვილოთ ცხოვრების დღეები ადამიანს- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში  განაცხადა. 

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ  ილია მეორემ  ხუთი გვარი დალოცა: ჩალაძეები, აჩუაშვილები, გერსამიები, ჩუთლაშვილები და შაკიაშვილები.