გაზის ნამწვი - ცოლ-ქმრის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი

04 ოქტ 2020

ირკვევა, რომ  თბილისში   ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს,  ერთი წლის წინ  "ყაზტრანსგაზის"  წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა  როგორც კომპანიაში ამბობენ, მაშინ  ბინაში საეჭვო კუსტარულად დამზადებული დანადგარი არ ყოფილა. 

ხანდაზმული ცოლ-ქმრის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ახლა სწორედ კუსტარულად დამონტაჟებული გაზის მოწყობილობა სახელდება. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.