25 ათასი კილოგრამი დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება - შემოსავლების სამსახური 

03 ოქტ 2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინფორმაციით,  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ინფიცირებული 25 000 კილოგრამი კარტოფილი დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა. ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, - კარტოფილის კიბოს არსებობა დადასტურდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.