სტიქიის ზონაში გეოლოგების ჯგუფი იმყოფებოდა

03 ოქტ 2020

დამეწყრილ ტერიტორიაზე 5-ვე მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. 3  გარდაცვლილი  1 ოჯახი წევრები არიან,  2 ახალგაზრდა  კი, რომლებიც 1  ოქტომბერს ავტომობილით გადაადგილდებოდა  მეგობრები იყვნენ.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა ღამითაც, მოქალაქეების ძებნის პროცესს რთული რელიეფი აფერხებდა. ტერიტორია დაათვალიერეს  გეოლოგებმა.