უკანონო პატიმრობაში  მყოფი  ირაკლი  ბებუას გათავისუფლების საკითხი

03 ოქტ 2020

„ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“  საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებული გალის რაიონში დაკავებული ირაკლი  ბებუას საკითხის შესწავლისა და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მარიამ ჯაში ქართულ-აფხაზური დიალოგის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს.   

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. დროშის დაწვის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში დაკავებული ირაკლი ბებუა ამ დრომდე სოხუმის იზოლატორში რჩება - მას წინასწარი 30-დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.