მეწყერში მოყოლილ 16 წლის ბიჭს მაშველები ამ დრომდე ეძებენ

03 ოქტ 2020

ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება 16  წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები ქვემო ჯოჭოში. დამეწყრილ ტერიტორიაზე ნაპოვნია 4 ცხედარი მათ შორის მოზარდის მშობლები და 2 ახალგაზრდა კაცი, რომლებიც ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები და სპეციალისტები რომლებმაც  დამეწყრილი ტერიტორია დაათვალიერეს.