საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

03 ოქტ 2020

საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 992-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.