სტიქია აჭარაში-ჯოჭოში 4 გარდაცვლილი იპოვეს

02 ოქტ 2020

სოფელ ჯოჭოში  სტიქიის  შედეგად გარდაცვლილები პროზექტურაში გადაასვენეს.   იდენტიფიცირებულია  ის ორი ახალგაზარდა, რომლებიც წუხელ სტიქიის ზონაში გადაადგილდებოდნენ.  ისინი  ბექა და ირაკლი ბოლქვაძეები არიან.  ახლობლების ინფორმაციით, ისინი მეგობრები იყვნენ, სტუმრად იმყოფებოდნენ და  სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც  გზაზე მეწყერი ჩამოწვა.