ახალშენში მდინარის ადიდების შედეგად მოსახლეობა დაზარალდა

02 ოქტ 2020

უხვმა ნალექმა პრობლემა შეუქმნა ახალშენში, ნიჟარაძის პირველი ჩიხის რამდენიმე მცხოვრებს. ადიდებულმა მდინარე ,,ტაშხანამ“   დამცავი ჯებირები მოანგრია, რის გამოც დაიტბორა   6 ოჯახის ეზო. განადგურებულია ნათესები.   

ადგილობრივები ამბობენ, რომ  ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობის გამო, მშენებელმა კომპანიამ მდინარეზე მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად დამატებითი ხიდი 2 თვის წინ ააშენა, რომელმაც მდინარის წყალი ვეღარ  გაატარა,  რამაც ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია.

საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგზაო გზების დეპარტამენტს დავუკავშირდით, თუმცა კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.