შიდა სასოფლო გზის მოწესრიგებას ითხოვენ სოფელ ჩელტაში მცხოვრებლები

02 ოქტ 2020

შიდა სასოფლო გზის  მოწესრიგებას ითხოვენ სოფელ ჩელტაში მცხოვრებლები. ადგილობრივების თქმით, სოფელში 4 ოჯახთან დამაკავშირებელი გზა უხვი  ნალექის გამო დაზიანდა.  მათივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში გადაადგილება უჭირს ავტომობილებს.

მოსახლეობაა ამბობს, რომ  დასახმარებლად ხელვაჩაურის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა გზის დაზიანებული  მონაკვეთი ამ დრომდე არ მოწესრიგებულა.