ხიდიდან მდინარეში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ 

02 ოქტ 2020

მაშველები ამ დრომდე ეძებენ ავტომობილის მძღოლს, რომლის მანქანაც გუშინ გვიან ღამით, სოფელ სატეხიაში, ადიდებულ მდინარეში გადავარდა. 

მდინარიდან მანქანა ამოიყვანეს, თუმცა მოქალაქეს ჯერ-ჯერობით ვერ პოულობენ. 

არსებული ინფორმაციით, მანქანაში ორი მგზავრი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოახერხა. 

გუშინ გვიან რამით მოსული უხვი ნალექის გამო ქუჩები დაიტბორა, მდინარეები კი კალაპოტიდან გადმოვიდა. 

სოფელ ჯოჭოში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი ჩაიტანა.