აჭარაში დღის მეორე ნახევრიდან კვლავ წვიმაა მოსალოდნელი

02 ოქტ 2020

აჭარაში დღის მეორე ნახევრიდან ისევ გაავდრდება, შესაძლოა კვლავ მოვიდეს ლოკალური ხასიათის ძლიერი ნალექი.

მოსალოდნელი ძლიერი წვიმისა და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შესაძლოა შეიქმნას სტიქიური სიტუაცია - მეწყერისა და ღავარცოფული პროცესის გააქტიურება, გზებზე პრობლემების შექმნა, მდინარეების, ასევე პატარა რუების უეცარი ადიდება. იყავით ფრთხილად!