''მრეწველები'' 68-ე ოლქის შედეგების გაბათილებას ითხოვენ

10 ოქტ 2016

პარტია ''თოფაძე მრეწველები ჩემი სამშობლო'' არჩევნების  გაყალბებაზე საუბრობს  და ბათუმის 68-ე ოლქის   33  უბნის  შედეგების  გაბათილებას  ითხოვს. ნინო კვირიკაძის განცხადებით, აღნიშნული ოლქის შემაჯამებელი ოქმები  თავად  გადაამოწმა და 33 უბანზე, ამომრჩეველთა და ბიულეტენების  რაოდენობას შორის მნიშვნელოვანი ცდომილებაა. საჩივარი პარტიამ 79-ე ოლქში  უკვე  შეიტანა.