დაპირისპირება მარნეულში-„ქართული ოცნების“ განცხადება

30 სექ 2020

მარნეულში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განცხადება ,,ქართული ოცნების“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა. განცხადებაში მითითებულია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა საოლქოს ადმინისტრაციაში შეჭრის მცდელობას და ცესკოს ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ფიზიკურ ძალადობას. მმართველი პარტია ოპოზიციას კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებს.