29 სექ 2020
მარნეულში საქართველოს პირველი არხის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწებელი ავრცელებს.
პირველი არხის ინფორმაციით, დაპირისპირება ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის მოხდა.
"ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ცემა და კამერა დაუმტვრია. საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. ამასთან, დაშავდა კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი არხის ჟურნალისტიც" , - წერია, პირველი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.