საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები

29 სექ 2020

მოარული ხმების მიხედვით იმის თქმა, რომ ვიღაცამ განაცხადა, რომ ვიღაცისგან ინფორმაცია მიიღო, რომ  თითქოსდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან, ეს არაკომპეტენტურობისა და პოლიტიკური ანგაჟირებულობის მაჩვენებელია,- მიაჩნიათ მმართველ გუნდში.  ოპოზიციაში კი ,,სამართლიანი არჩევნების“  კვლევის შედეგების კომენტირებისას აცხადებენ, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ჩვეულ  ხერხებს მიმართავს.