სკვერი ბესიკის ქუჩაზე

29 სექ 2020

ბათუმში ბესიკის ქუჩის #44-ში ახალი სკვერის მოწყობა დაიწყო. მერიის ინფორმაციით, სამუშაოები  მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიგეგმა.

სკვერის მოწყობის შემდეგ, დამონტაჟდება ატრაქციონები, განთავსდება ახალი სკამები. ჩატარდება მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები.