თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურაში

28 სექ 2020

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების განცხადებით, საგამოძიებო უწყება ცდილობს საზოგადოებაში გააჩინოს განცდა თითქოს თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. ეკა ქობესაშვილი და მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. უფლებადამცველების თქმით, მათთვის ახალი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, გადასცეს საქმის მასალები. ეკა ქობესაშვილისთვის  გაუგებარია, რატომ და რა მიზნით აჩვენეს ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის აუდიო-ვიდეოჩანაწერები, რომელიც ადვოკატის თქმით, გარდაცვალებამდე 6 თვით ადრეა გაკეთებული.