„ვითარება არის რთული თუმცა მართვადი“ - თორნიკე რიჟვაძე

28 სექ 2020

„ვითარება არის რთული, თუმცა მართვადი“ - ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

 თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა კოვიდ სატატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს, გამოჯანმრთელების პროტოკოლურ კრიტერიუმებს, რომლის შესაბამისად დღეს 400 - ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული პაციენტია.  აღნიშნული მოქალაქეები სამედიცინო და კოვიდ სასტუმროებიდან დღესვე ბინაზე გაეწერნენ .  საზოგადოებრივი აქტივობის გამო,   გაძლიერდა ცხელი ხაზი - 144 და როგორც კონფერენციაზე განიმარტა, სპეც -ჯგუფები ამ მიამრთულებით აჭარის  მთავრობაშიც მუშაობენ.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პანციენტთა უკმაყოფილების ცალკეულ შემთხვევებზე და ირწმუნებიან, რომ ხარვეზები გამოსწორებულია და ყველა სამედიცინო დაწესებულებასა და კოვიდ სასტუმროში შესაბამისი მომსახურების მიღებაა შესძლებელი.