ბოლნისში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს

28 სექ 2020

ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში "ქართული ოცნების" წევრების გამოკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა. სამართალდამცველებს მათ გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.  ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან ინციდენტის შედეგად დაშავებულები. შემთხვევის დროს სულ 10-მდე ადამიანი დაშავდა. 

გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ინციდენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში გუშინ მოხდა.