დაზიანებული საარჩევნო პლაკატები ევროპის მოედანზე

27 სექ 2020

ევროპული საქართველოს, ლელოს, ნაციონალური მოძრაობის, ქართული ოცნების საარჩევნო პლაკატები ევროპის მოედანზე, მერიის მიერ განთავსებული სტენდიდან ჩამოხეული და დაზიანებულია.

ვინ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება? _ მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში ფაქტს ვანდალიზმად აფასებენ და აცხადებენ,რომ საქმეს შსს გადასცემენ გამოსაკვლევად.