10 ოქტ 2016
ბათუმის ბულვარმა 32 ათასი ლარი დახარჯა შემოდგომა – ზამთარის სეზონზე ზღვისპირა პარკში ყვავილების განახლებაზე. ერთწლოვანი პრიმულას, ვიოლასა და მიხაკის დარგვა ბულვარის ცენტრალურ ნაწილში უკვე დაიწყო. სეზონური ყვავილები ძველი ბულვარის ტერიტორიაზე დაირგვება. ჯამში ზღვისპირა პარკში თვის ბოლომდე 80 ათას ყვავილს დარგავენ.