კოვიდინფიცირებული ორსული ბათუმის სამშობიაროდან თბილისში გადაჰყავთ

26 სექ 2020

ბათუმის სამშობიარო სახლიდან   კოვიდინფიცირებული ორსული თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაეწყო რის გამოც მისი ჯანმრთელობის  მდგომარეობა მეორე დღეა საყურადღებოა -აცხადებენ მედიკოსები.

სამშობიარო სახლში სულ  15 პაციენტს მკურნალობენ, 3 ახალშობილს კი კოვიდ -19 არ დაუდასტურდა. 19  მძიმე პაციენტი ჰყავთ მოთავსებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში, მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია.33 არასრულწლოვანი ინფიცირებულია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, მედიკოსების თქმით ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

2 პაციენტი კოვიდკარანტინში გადაიყვანეს და ამავე რაოდენობის ახალი პაციენტი მიიღეს კლინიკა „მედალფაში“, სადაც ყველა თავისუფალი ადგილი უკვე ამოწურულია. ადგილები აღარ აქვთ კლინიკა „ბაუ“შიც. საზ ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,   აჭარის 8 კოვიდ ცენტრში 92 საწოლია თავისუფალი.